პიცა კიტრის მწნილით და ძეხვით

1316

ალბათ დამეთანხმებით, რომ სახლში მომზადებული პიცა ძალიან განსხვავდება იტალიური ტრადიციული პიცისგან. უმეტესად მისი შიგთავსისთვის ვიყენებთ ყველაფერს, რაც ხელის ახლოს გვაქვს.

მთავარია პიცის ცომი იყოს სწორად მომზადებული, ხოლო შიგთავსი შეგიძლიათ ცვალოთ თქვენი გემოვნებით.

ინგრედიენტები

  • რძე 170მლ
  • საფუარი 10გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • მწნილი კიტრი  ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • შებოლილი ძეხვი 200გ
  • პომიდორი 2 ცალი
  • ყველი 150გ
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • პომიდვრის პასტა 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა
  • ოხრახუში

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი რძე. დაუმატეთ ცოცხალი საფუარი და შაქარი. მოურიეთ და დატოვეთ მასა 5 წუთით. როცა სითხე ამოფუშფუშდება, მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეთი.

2.გაცერით ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ თბილ ადგილას 1 საათი. ამასობაში დაჭერით სხვა ინგრედიენტები.

3.დაჭრილ ინგრედიენტებს მოასხით მაიონეზი და პომიდვრის პასტა. მოურიეთ. მზა ცომი გააბრტყელეთ ფქვილიან ზედაპირზე.

4.გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე. მოათავსეთ შიგთავსი და თანაბრად გადაანაწილეთ მთელს ზედაპირზე. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

5.გამოაცხეთ 220 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!