პეჩენია „ნიჟარა ვაშლით“. არომატული დესერტი კვერცხის და გამაფხვიერებლის გარეშე

115

წელს ვაშლის უხვი მოსავალი მივიღეთ. მთელი ყუთი მჟავე და მაგარი ვაშლი დღემდე აივანზე მაქვს. თანდათან პოვიდლოზე და კომპოტზე ვხარჯავ. ძირითადად, ბევრისთვის საყვარელ პეჩენიას „ნიჟარები ვაშლით“ ვაცხობ.

თუ თქვენ იცნობთ „ბატის თათებს“, ამ პეჩენიის მომზადება არ გაგიჭირდებათ. ამ ორ დესერტს გარეგნულად თითქმის ვერ გაარჩევთ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, განსხვავებებს შეამჩნევთ. რომელი უფრო ადვილი მოსამზადებელია, თავად გადაწყვიტეთ.

როგორ მოვამზადოთ პეჩენია „ნიჟარები ვაშლით“

ამ ცომეულისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ძირითადი ინგრედიენტი: ფქვილი, კარაქი, შაქარი და ვაშლი. ყოველდღიური რეცეპტია. თუ შიგთავსის გამრავალფეროვნება გსურთ, ვაშლს დაუმატეთ არა მხოლოდ დარიჩინი, არამედ დაჭრილი ჩირი: ქიშმიში, გარგარის ჩირი, შტოში. კაკალი ზედმეტი არაა.

ინგრედიენტები:

  • 180 გ კარაქი
  • 80 გ შაქარი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 360 გ ხორბლის ფქვილი
  • 4 ვაშლი
  • კონიაკი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ცივი კარაქი დანით დაჭერით, შაქარი მოაყარეთ. თანდათან ფქვილი მოაყარეთ და მაგარი ცომი მოზილეთ. დააგუნდავეთ, პარკში გაახვიეთ და 20 წუთით საყინულეში შეინახეთ.

2. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. ვაშლი პატარა კუბებად დაჭერით. ტაფაზე დარბილებამდე მოთუშეთ, ცოტა შაქარი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფორმა არ დაკარგოს.

3. ვაშლს ჩირი, დარიჩინი და 1 ს/კ კონიაკი არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ. მზა ვაშლი ქურიდან გადადგით და გაგრილება აცადეთ. პროცესის დასაჩქარებლად შიგთავსი თასზე გადაიტანეთ.

4. ცივი ცომი 0,5 ს/მ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქით რგოლები გამოჭერით. თითოეულს ცენტრში 1 ჩ/კ ვაშლის შიგთავსი დაუმატეთ. წიგნივით გადაკეცეთ.

5. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. პეჩენიები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით ან ცოტა მეტხანს აცხვეთ. პეჩენია მოწითალო ოქროსფერი უნდა გამოვიდეს.

მზა ცომეული გააგრილეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ჰერმეტულად შეინახეთ. მზის სინათლეს მოარიდეთ. ასე დიდხანს ახალი და გემრიელი დარჩება. როგორც მინიმუმ, 1 კვირა. გემრიელად მიირთვით!