პეროგი „ყვავილი“ ფარშით და ბოსტნეულით

148

პეროგის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება, ამიტომ საქმიანი ქალებისთვის იდეალური ვარიანტია. თუ დროს აფასებთ, Gastronomia.ge–ს დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ.

პეროგი ძროხის ფარშით და ბოსტნეულით ყვავილის მსგავს საცხობ ფორმაში უმარტივესად მზადდება. არომატული კერძებით ახლობლები რომ გაახაროთ, ბიუჯეტური ინგრედიენტები დაგჭირდებათ. ერთად საოცარ გემოს იძლევა, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ.

პეროგი „ყვავილი“ ფარშით: რისგან მზადდება

ნოყიერი კერძის მომზადებისას გახსოვდეთ, რომ თქვენი გემოვნებით ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, ბარდა შეგიძლიათ პარკი ლობიოთი ჩაანაცვლოთ, ხოლო პომიდორი პომიდვრის სოუსით. ასეთი ვარიანტები არანაკლებ გემრიელია. სწორედ ამიტომ, პეროგი ახლებურად შეგიძლიათ მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 1 ჭიქა ბარდა
  • 1 სტაფილო
  • მარილი გემოვნებით
  • 0,5 ჩ/კ პაპრიკა
  • 1 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 ჩ/კ ხორბლის ფქვილი
  • 450 გრ ძროხის ფარში
  • 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 პომიდორი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 0,5 ჩ/კ ბეგქონდარა
  • 1 კბილი ნიორი
  • 5 კარტოფილი

მომზადების წესი:

1. ხახვი წვრილად დაჭერით. ტაფაზე მცენარეულ ზეთში 2-3 წუთით შეწვით.

2. სტაფილო კუბებად დაჭერით.

3. ძროხის ფარში ხახვში მოთუშეთ. დაჭრილი სტაფილო დაუმატეთ და 2-3 წუთით საშუალო ცეცხლზე შეწვით. მუდმივად აურიეთ.

4. პომიდორი კუბებად დაჭერით.

5. გაყინული ბარდა ტაფაზე ხახვს და ხორცს დაუმატეთ. დაჭრილი პომიდორი, პაპრიკა და ბეგქონდარა დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ბოსტნეულის ბულიონი დაასხით და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

6. ფქვილი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ და 2 წუთით სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ. თავსახური დაახურეთ და გაზქურა გამორთეთ.

7. კარტოფილი რგოლებად დაჭერით.

8. ფარშის და ბოსტნეულის ნარევი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

9. ზემოდან კარტოფილი დაუმატეთ. ცოტა მარილი მოაყარეთ და ცოტა მზესუმზირას ზეთი მოასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ.

პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით!