პეროგი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ამ რეცეპტმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო

9373

თუ ერთდროულად რაიმე უჩვეულო და გემრიელის მომზადება მოისურვეთ, “გასტრონომიას” თქვენთვის ორიგინალური რეცეპტი აქვს. ეს გახლავთ გახეხილი პეროგი, რომელსაც ხუჭუჭა ნამცხვარსაც უწოდებენ.

ტრადიციულად, მას მოცხრის ჯემისგან ამზადებენ, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჯემი, პეროგი ნებისმიერ შემთხვევაში უგემრიელესი გამოვა. ჩვენს ვარიანტში მარწყვის მურაბა გამოვიყენეთ.

ინგრედიენტები

  • 2 ც კვერცხი
  • 500 გრ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ მარწყვის ჯემი
  • 250 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ.კ. ვანილინი

მომზადება

  1. მოამზადეთ ფხვიერი ცომი: დადგით კარაქი ნელ ცეცხლზე. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  2. მდნარი კარაქი ჩაასხით ღრმა თასში, შეურიეთ კვერცხი, შაქარი და ვანილინი.
  3. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი, გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი საყინულეში შედგით 1 საათით. მეორე ნაწილი ცხიმწასმულ ფორმაზე გააბრტყელეთ და წაუსვით ჯემი 1 სმ სისქეზე.
  4. გამოიღეთ ცომი საყინულედან, გახეხეთ მსხვილად და მოაყარეთ პეროგს. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

მზა პეროგი დაჭერით რომბებად და მოაყარეთ შაქრის პუდრი. უგემრიელესი და იოლად მოსამზადებელი დესერტი მზადაა! შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!