პაშტეტი ვაშლით: არავითარი კარაქი და ზედმეტი ინგრედიენტები

1941

ღვიძლს ვერ უწოდებ ყველაზე საყვარელ სუბპროდუქტს. ხშირად მას არ იყენებენ სიმშრალისა და სპეციფიური გემოს გამო, რომელიც ბევრს არ მოსწონს.

დღეს “გასტრონომიას” რედაქციამ მოამზადა მარტივი პაშტეტის რეცეპტი, რომელიც ღვიძლზე წარმოდგენას შეგაცვლევინებთ. ასეთი ნაზი ხემსი ჯერ არ დაგიგემოვნებიათ!

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ღვიძლი
  • 2 ც ხახვი
  • 2 ც სტაფილო
  • 1 ც ვაშლი
  • 100 მლ რძე
  • 50 გრ კარაქი
  • შაქარი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაალბეთ ქათმის ღვიძლი რძეში 15 წუთით, შემდეგ გაავლეთ წყალში და გაჭერით შუაზე. ბოსტნეული და ვაშლი გარეცხეთ და დაჭერით მცირე ნაჭრებად.
  2. მოთუშეთ კარაქში ხახვი შეწითლებამდე, დაუმატეთ სტაფილო და სუნელები. მოამზადეთ დარბილებამდე.
  3. დაუმატეთ ქათმის ღვიძლი და შეწვით ნელ ცეცხლზე. როცა ღვიძლი გათეთრდება, დაუმატეთ ვაშლი. კარგად მოურიეთ დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ 30 წუთის განმავლობაში.
  4. მზა ღვიძლი გააცივეთ და დააბლენდერეთ. გადაიტანეთ შუშის ქილებში და შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 3 დღისა.

ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად, მოასხით პაშტეტს მდნარი კარაქი 3-4 მმ-ზე. უფრო რბილი გემოსთვის, რძის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღები. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!