პასტა თევზით – სწრაფი, არომატული და გემრიელი

976

თევზით მომზადებული ეს კერძი იმითაა საყურადღებო, რომ მალე მზადდება, ამასთან, არომატული და გემრიელია.

საჭირო მასალა:

  •  200 გ სხვადასხვა ზომისა და ფორმის პასტა
  • 150 – 200 გ თეთრი თევზის ფილე
  • 400 გ ზეთისხილი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქონდარი
  • 1 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი
  • მარილი, პილპილი
  • 2 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო
  • 1 კონა კამა

მომზადების წესი:

  1. პასტა მოხარშეთ ადუღებულ მარილიან წყალში. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი თევზი და 3-4 წუთი შუშეთ. თევზს მოასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი, პილპილი, მშრალი მწვანილი, დაჭრილი ზეთისხილი და ღვინოს რომ ჩაიშრობს, გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. მოხარშული პასტა გადაწურეთ და შეურიეთ მოშუშულ თევზს. სუფრასთან გატანის წინ პასტას მოაყარეთ დაჭრილი კამა.

გემრიელად მიირთვით!