პამპუშკები ჰალვით ლილია ცვიტის რეცეპტით. ისეთი ჯადოსნურია, როგორც შობის წინა ღამე

47

ღუმელში გამომცხვარი პამპუშკები საფუარის ცომით ოჯახის წევრებს ნამდვილად გაახარებს. ასეთს ყოველ წელს შობის წინა ღამეს ვაცხობ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პამპუშკები საფუარის ცომით ლილია ცვიტის რეცეპტით მოამზადოთ. ამ უკრაინელ დიასახლისს კულინარია კარგად ესმის. რაც მთავარია, ასეთი პამპუშკებით წონაში ნამდვილად არ მოიმატებთ.

ცომის ხაშის ინგრედიენტები:

  • 300 მლ წყალი
  • 20 გ დაპრესილი საფუარი ან 7 გ მშრალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 6 ს/კ ფქვილი (საერთო რაოდენობიდან)

ცომის ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 100 გ შაქარი
  • 10 გ ვანილი
  • 550 გ ფქვილი
  • ნახევარი ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

1. ცომის ხაში მოამზადეთ. საფუარი და შაქარი თბილ წყალში გახსენით. 6 სუფრის კოვზი ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. თხელი ცომი უნდა მიიღოთ, როგორიც ბლინის ცომია. პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.

2. ცომის ხაშს შაქარი და ვანილი, ზეთი და ლიმონის ცედრა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ფქვილი და კურკუმა (ყვითელი ფერისთვის) თანდათან დაუმატეთ და მოზილეთ. დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება. წებოვანი, რბილი და ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ.

3. მიღებულ ცომს პირსახოცი დააფარეთ და 1,5 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ.

4. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ, ცომი გადაიტანეთ და 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. მრგვალი ფორმით ცომიდან პამპუშკები გამოჭერით. პამპუშკებს შიგთავსი დაუმატეთ ან მის გარეშე გამოაცხვეთ. ლილია ცვიტი გირჩევთ, რომ პამპუშკებს ჰალვა დაუმატოთ. ჰალვის ნატეხი ცომის ცენტრში ჩადეთ და დააგუნდავეთ ან ტომარასავით შეკარით. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და პამპუშკები დააწყვეთ. ერთმანეთს შორის დისტანცია დაიცავით.

5. პამპუშკები მცენარეულ ზეთში მომზადებამდე შეწვით. მზა პამპუშკები ქაღალდის სალფეთქზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

6. პამპუშკები ჰალვით მზადაა. გემრიელად მიირთვით.

პამპუშკები კარტოფილის პიურეთი შეგიძლიათ მოამზადოთ. ასეთი ცომეული ბორშს იდეალურად ავსებს ან დამოუკიდებელ კერძად შეგიძლიათ მიირთვათ.

პამპუშკები საფუარის ცომით რბილი, მოწითალო და არომატული გამოდის. ცოტათი ჯადოსნურია, როგორც შობის წინა ღამე. შიგთავსიც გარეშეც გემრიელია. შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. გირჩევთ, მისი მომზადება სცადოთ.