ოქროსფერი ოსური ღვეზელი ხორცით და არომატული მწვანილით

2141

თუ ხორციანი ცომის ნაწარმი გიყვართ, ოსური ღვეზელი ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ. მას სხვადასხვა შიგთავსით ამზადებენ: ყველით, ხაჭოთ, ლობიოთი, კარტოფილით, ფარშით. ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ მოგითხრობთ, როგორ გამოაცხოთ ოსური ღვეზელი ხორცით.

ამ სახეობას “ფიჩინი” ეწოდება. თხელი ცომი და ხორცის უხვი შიგთავსი ნებისმიერის გულს დაიპყრობს. შეგიძლიათ მოამზადოთ ეს კერძი სადღესასწაულოდ, ან საუზმეზე მიირთვათ ჭიქა კეფირთან -ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავია.

ინგრედიენტები

  • 450 გრ ფქვილი
  • 700 გრ საქონლის ფარში
  • 150 მლ კეფირი
  • 50 გრ კარაქი
  • 50 მლ ზეთი
  • 100 მლ წყალი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. საფუარი
  • 0,5 ც ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 კონა მწვანილი
  • 0,5 ჩ.კ. ქონდარი
  • ხორცის ბულიონი გემოვნებით
  • წითელი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ წყალი და შაქარი, დაუმატეთ საფუარის ფხვნილი, დატოვეთ 10 წუთით. შემდეგ დაუმატეთ კეფირი, მარილი, ზეთი და 25 გრ დარბილებული კარაქი.

2. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 1 საათით. წაუსვით ზეთი სამუშაო ზედაპირს და დააგუნდავეთ ცომი.

3. მოამზადეთ შიგთავსი. შეურიეთ ფარშს დაჭრილი ხახვი, ნიორი, მწვანილი, სუნელები, მარილი და პილპილი. დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და მოურიეთ.

4. გაყავით ცომი სამ ნაწილად, გააბრტყელეთ სათითაოდ, ცენტრში მოათავსეთ ფარში.

5. შეკარით ცომის პირი.

6. წაუსვით ცხიმი საცხობ ფორმას. მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ. ცენტრში გახვრიტეთ.

7. შედგით 250გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით. ცხელ ღვეზელს წაუსვით კარაქი.

არაჩვეულებრივი ოსური ღვეზელი მზადაა, გემრიელად მიირთვით! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!