ოსური ღვეზელის რეცეპტი ისეთივე ძველია, როგორც კავკასიის მთები. ამ ღვეზელის ცხობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა, მათ შორის ერთადერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მათი შიგთავსია. ყველაზე პოპულარული რბილი ყველით მომზადებული ღვეზელია, მაგრამ არანაკლებ გემრიელია ღვეზელი კარტოფილით, ლობიოთი ან ხორცით.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ოსურ ღვეზელს ყველითა და კომბოსტოთი. ამ ღვეზელის მოსამსაზებლად საუკეთესოა ახალი კომბოსტო და ნებისმიერი სახლში ამოყვანილი ყველი. ოსეთის ზოგიერთ რეგიონში შიგთავსში ასევე უმატებენ ბერძნულ კაკალსა და სურნელოვან ბეგქონდარას.
აუცილებელია, რომ ცომისა და შიგთავსის თანაფარდობა ღვეზელში იყოს ზუსტად თანაბარი.
ინგრედიენტები
- 500 გრ ხორბლის ფქვილი
- 200 მლ წყალი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 300 გრ ყველი სულგუნი
- 200 მლ რძე
- 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 კგ თეთრი კომბოსტო
- 20 გრ კარაქი
მომზადების წესი
1. თხლად დაჭერით კომბოსტო და მოთუშეთ ღრმა ტაფაში, აუცილებლად დაახურეთ სახურავი, რომ ბოსტნეული დარბილდეს. მზა კომბოსტო გააცივეთ.
2. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მარილი, შაქარი და მშრალი საფუარი. ჩაასხით თბილი რძე და თბილი წყალი, კარგად მოურიეთ. დაასხით მცენარეული ზეთი, გადააფარეთ ჯამს ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათით.
3. გაცივებულ კომბოსტოს გადაუღვარეთ ზედმეტი სითხე, დაუმატეთ დახეხილი ყველი და მარილი საჭიროების შემთხვევაში. მოურიეთ მასას და გაყავით 3 ნაწილად. თითოეული დაამრგვალეთ.
4. აფუებული ცომი გაყავით 3 ნაწილად და თითოეული დაამრგვალეთ. თითოეული ბურთული ხელით გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ კომბოსტოსა და ყველის ბურთულა და შეფუთეთ შიგთავსი ცომით, ტომარის მსგავსად.
5. მიღებული ფუნთუშა გადაიტანეთ საცხობ პერგამენტზე და გააბრტყელეთ. ცენტრში გაუკეთეთ ხვრელი ორთქლისთვის. გადაიტანეთ ღვეზელი საცხობ პერგამენტთან ერთად საცხობ ლანგარზსე და გამოაცხვეთ 5-7 წუთის განმავლობაში, 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
6. მზა ღვეზელი განათავსეთ ბრტყელ თეფშზე და წაუსვით კარაქი. დანარჩენი ღვეზელიც ზემოდან დაალაგეთ ერთმანეთზე და თითოეულს წაუსვით კარაქი.
ოსური ღვეზელი კეთილდღეობისა და კომფორტის სიმბოლოა.