ორცხობილა „18 წუთი“: ფხვიერი, ვანილის არომატით და მცენარეული ზეთით

86

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სწრაფ რეცეპტს ორცხობილის მოსამზადებლად. საკმარისია, ხელმისაწვდომი ინგრედიენტები აურიოთ, ცომი მოზილოთ, ორცხობილები გააკეთოთ და გამოაცხოთ. სტუმრების გასამასპინძლებლად იდეალურია, თუ რაღაც სწრაფად უნდა გააკეთოთ.

რეცეპტი მარტივია, დამწყები კულინარიც გაუმკლავდება. ცომი რბილი და ელასტიური გამოდის. ამ რეცეპტით 12 დიდ ორცხობილას გააკეთებთ. სურვილის შემთხვევაში, უფრო პატარები გააკეთეთ. ვიზუალურად ლამაზი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 100 გ შაქარი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 5 გ გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით
  • შაქარი მოსაყრელად

მომზადების წესი:

1. კვერცხი ათქვიფეთ. მცენარეული ზეთი (მზესუმზირა) დაუმატეთ და აურიეთ.

2. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. ბლენდერი და სათქვეფი არ დაგჭირდებათ. პორციებად გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. თავიდან კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით მოზილეთ.

3. ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და 12 თანაბარ ნაჭრად დაყავით.

4. თითოეული ბურთივით დაამრგვალეთ, შემდეგ ოდნავ გააბრტყელეთ, ჭიქით დასერეთ. ასე ცომეული გალამაზადება.

5. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ და ორცხობილა 15-20 წუთით აცხვეთ. ზუსტი დრო თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული. ორცხობილა უნდა შეწითლდეს. ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ. გემრიელად მიირთვით.

დაიმახსოვრეთ: თუ პატარა ზომებად დაჭრით, მალე გამოცხვება. ახალ გამომცხვარი ორცხობილი რბილია, მაგრამ გაცივებისას ფხვიერი და მაგარი ხდება. სასურველია, რომ ორცხობილა სტუმრების მოსვლამდე 35–40 წუთით ადრე მზად იყოს. ორცხობილის ცომს შეგიძლიათ შოკოლადი ან ქოქოსი დაუმატოთ. ასე ბევრად გემრიელი გამოვა! ზეთის ნაცვლად კარაქი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხოლო შაქრის ნაცვლად – კაკალი. კაკალი ცომსაც შეგიძლიათ დაუმატოთ.