ორიგინალური ვოკი – უგემრიელესია!

47

იცით რა არის ვოკი? ვოკი კერძის სახელი არ გეგონოთ, იაპონურ ვიწრო ქვაბს ქვია. გამოიყენება აღმოსავლურ სამზარეულოში ტრადიციული კერძების მოსამზადებლად. ამ ჭურჭლის უპირატესობა არის ის, რომ მასში მომზადებული საკვები  არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. ვოკი მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ.

ახლა კი კერძი ვოკი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. არომატული ბოსტნეული და ხორცი – ეს იდეალური ვახშამია. ძალიან მიყვარს ეს კერძი, ხშირად ვუკვეთავ რესტორნიდან, მაგრამ ძალიან ძვირია. გადავწყვიტე სახლში დავიწყო მისი მომზადება. უმარტივესი და უსწრაფესია მისი მომზადება.

ინგრედიენტები

  • 200გ ქათმის ფილე
  • 200გ კვერცხის ლაფშა
  • 1 შეკვრა გაყინული ბოსტნეული
  • სოიოს სოუსი
  • სანელებლები
  • ლიმონის წვენი
  • მდოგვი

მომზადება

1.დაამარინადეთ ხორცი. ქათამს დიდი დრო არ სჭირდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხორცი. მარინადისთვის უმჯობესია გამოიყენოთ სოიოს სოუსი, მდოგვი, სანელებლები და ლიმონის წვენი.

2.პირველი ტაფაზე უნდა შეწვათ ხორცი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ტაფა. მტავარი პირობაა – მაღალი ტემპერატურა. შეწვით ხორცი, მოაყარეთ გაყინული ბოსტნეული. არ გაალღვოთ!

3.სანამ ეს ინგრედიენტები მზადდება, მოამზადეთ ლაფშა. თხელი ლაფშა ძალიან მალე იხარშება. მომზადებული კი დაუმატეთ ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს.

4.დაელოდეთ ყველა კომპონენტის გაცხელებას. გადაანაწილეთ თეფშებზე.

უმარტივესი ვარიანტია, სამსახურიდან მოსულსაც კი არ მეზარება მისი მომზადება. სახლში საოცარი მადისაღმძვრელი არომატები ტრიალებს. როცა ძალიან დაღლილი ვარ, ტაფაზე უბრალოდ ვათავსებ ბოსტნეულს და ხორცს, ვასხამ წყალს და სოიოს სოუსს, ვაყრი უმ ლაფშას და სხვა ინგრედიენტებს.

გემრიელად მიირთვით!