ორთქლზე მომზადებული უკრაინული გირცი , რომელიც თავს აუცილებლად შეგაყვარებთ

109

ნელ-ნელა გვიახლოვდება ზამთრის ცივი და სუსხიანი დღეები, ამიტომაც დროა ცხელი კერძების მზადებაზე გადავიდეთ. ჰაეროვანი და ძალიან არომატული კერძი, რათქმაუნდა მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 500მლ კეფირი
  • 750გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • ალუბალი
  • შაქარი
  • 50გ კარაქი

მომზადება

1.ამ კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება 2,5% კეფირი ან მჟავე რძე. კეფირი ჩაასხით ჯამში, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და სოდა. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი.

2.მზა ცომი მოათვაესთ სამუშაო მაგიდაზე. კარგად დაამუშავეთ ცომი ხელით.

3.თუ თქვენ ორთქლის სახარში არ გაქვთ, მისი მომზადება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. ქვაბს გადააკარით მარლა, დააფარეთ ჯამი, ჩაასხით 1,5ლ წყალი. ქვაბი დადგით ცეცხლზე.

4.გააბრტყელეთ ცომი, ჭიქით ამოჭერით მრგვალი ფორმები, მოაყარეთ შაქარი და ამოავსეთ შიგთავსით. მჭიდროდ შეკარით ცომი.

5.მოათავსეთ მარლაზე და დააფარეთ ჯამი არა თავსაფარი. დაელოდეთ 6-8 წუთი.

მზა კერძს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ შაქარი.

გემრიელად მიირთვით!