ორთქლზე გამომცხვარი ფაფუკი ბისკვიტი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

2068

თუ გადაწყვიტეთ, ასიამოვნოთ ოჯახის წევრები რაიმე გემრიელი ნამცხვრით, ღუმელი კი მწყობრიდან გამოვიდა, ეს არ გახლავთ მიზეზი, უარი თქვათ ამ იდეაზე. მაგალითად, ფაფუკი ვანილის ბისკვიტი შეგიძლიათ წყლის აბაზანის ორთქლზე გამოაცხოთ. რეცეპტი საკმაოდ მარტივია და განსაკუთრებულ კულინარიულ ხელოვნებას არ მოითხოვს.

უბრალოდ, მოამზადეთ ცომი, ჩაასხით საცხობ ფორმაში და დადგით დიდ წყლიან ქვაბზე. საათზე ნაკლებ დროში კი მიიღებთ არაჩვეულებრივ შედეგს. ბისკვიტი შეგიძლიათ ცალკე მიირთვათ, ან წაუსვათ კრემი და შექმნათ ტორტი.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 125 გრ შაქრის პუდრი
  • 125 გრ ფქვილი
  • 125 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,25 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით სანამ მასა ორჯერ არ გადიდდება, დაუმატეთ შაქრის პუდრი და განაგრძეთ ათქვეფა კიდევ რამდენიმე ხანი.

2. ცალკე შეურიეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის მასას.

3. დაუმატეთ დარბილებული კარაქი, ვანილის ექსტრაქტი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.

4. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით ცომი.

5. დიდი ქვაბის ფსკერზე მოათავსეთ რკინის რგოლი, ჩაასხით ცოტაოდენი წყალი. ჩადგით ცომიანი ქვაბი, დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 40-45 წუთის განმავლობაში.

6. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით. ცოტათი გააცივეთ ბისკვიტი ფორმაშივე, შემდეგ ამოიღეთ.

დაჭერით ბისკვიტი ნაჭრებად, მოასხით საყვარელი ჯემი ან სიროფი, მიირთვით ჩაისთან ერთად. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!