ნუშის გველი – მაროკოული ნამცხვარი, რომელიც პირში დნება

1129

ამ ნამცხვარს მაროკოულ ენაზე М’hanncha ეწოდება, რაც გველს ნიშნავს. მაგრამ ის გველს მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს, აი გემოთი კი ნამდვილი საოცრებაა.

ინგრედიენტები: 

ნუშის შიგთავსი 

  • 2 ჭიქა (200 გ ) ნუშის ფხვნილი
  • 1 ჭიქა (150 გ ) შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ. დაფხვნილი დარიჩინი
  • 1 კვერცხი – (გული და ცილა განცალკევებული)
  • 1/3 ჭიქა (90 გ)  მარილიანი კარაქი (გამდნარი და გაცივებული)
  • 2 ს/კ ფორთოხლის ყვავილის წყალი

მოხარშული ცომი 

  • ცომის 8 ფენა (ფურცელი)
  • 1/4 ჭიქა (60 გ) უმარილო კარაქი (გამდნარი და გაცივებული)
  • შაქრის პუდრი (მოსაყრელად)
  • დაფქული დარიჩინი (მოსაყრელად)

მომზადების წესი:

  1. ნუშის შიგთავსი. ნუშის ფხვნილი, შაქარი და დარიჩინი გაცერით.
  2. კვერცხის ცილა, კარაქი და ფორთოხლის ყვავილის წყალი პატარა ჯამში მსუბუქად ათქვიფეთ. ნუშის ნარევს დაასხით და კოვზით აურიეთ.
  3. გაყავით ოთხ ნაწილად და 5 სმ -ზე მოკლე რულონებად დაახვიეთ. გადადეთ.
  4. მოხარშული ცომი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ქვაბის ძირში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ცხიმი მოუსვით.
  5. ცომის ოთხი ფენა (ფურცელი) მაგიდაზე დადეთ და გამდნარი, ცივი კარაქი წაუსვით ისე, რომ კიდეები არ დაასველოთ.
  6. ნუშის შიგთავსი ცომის ფურცლებზე მოათავსეთ და გრძელ რულონებად გადაახვიეთ, ბოლოები ჯერ არ მოუკრათ. დარწმუნდით, რომ თავისუფლად გადაახვიეთ, თორემ რგოლისებურად დახვევის დროს შესაძლოა გაიხეს.
  7. გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე და დაიწყეთ მისი ერთი ბოლოდან მოხვევა, ბოლოს კი ცომი შეაწებეთ.
  8. ჯერ გამდნარი კარაქი წაუსვით, შემდეგ წყალში გახსნილი კვერცხის გული ფუნჯით გადაუსვით.
  9. აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.
  10. გადაიტანეთ თეფშზე და შაქრის პუდრი მოაყარეთ. შემდეგ დარიჩინის ფხვნილი დიაგონალზე ჯვარედინად მოაფრქვიეთ.
  11. დაჭერით და მიირთვით.