“ნუთელას” სუპერმარკეტში უკვე არ ვყიდულობ, მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი აღმოვაჩინე

2020

შვებულების დროს სურვილი გინდება, რაიმე სასიამოვნოთი დაკავდე და სახლის დალაგება ან სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი ამ სიაში ნამდვილად არ შედის. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ დილიდანვე საუზმეს ოჯახის წევრები ელოდებიან?

გამოსავალი ნაპოვნია! მოამზადეთ საღამოს “ნუთელა” თხილის გარეშე, დილით კი გემრიელი ტკბილეული პურზე, ბლინებზე ან ფუნთუშებზე წასასმელი მზად იქნება!ასეთი კერძი დიდსა თუ პატარას თანაბრად აღაფრთოვანებს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 120 გრ შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ.

2. დადგით მასა წყლის აბაზანაზე და ურიეთ სანამ მასა არ გათხელდება და შოკოლადის ფერს არ მიიღებს. გააცივეთ “ნუთელა”, ჩაასხით მოხერხებულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში 2 საათით.

ასეთ მასას პურზე წასმის გარდა, გამოიყენებთ დესერტების შიგთავსადაც. ის მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში ინახება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!