ნოყიერი რულეტი პორტუს ღვინის სოუსით

576

ინგრედიენტები

  • ღორის ფილე (ძვლების და კანის გარეშე, მაგრამ არ გადაყაროთ) უნდა დარჩეს დაახლოებით 2,2კგ ხორცი – 3კგ
  • შებოლილი ბეკონი 450გ

მარინადისთვის

  • ზეითუნის ზეთი 250მლ
  • თეთრი ღვინო 125მლ
  • ვუსტერის სოუსი 1 სუფრის კოვზი

შიგთავსისთვის

  • შებოლილი ბეკონი 125გ
  • ხახვი 2 ცალი
  • დაქული ჯანჯაფილი 1 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი 4 კბილი
  • დაფქული მიხაკი 1 ჩაის კოვზი
  • ოხრახუში
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრი სკოვზი

სოუსისთვის

  • დიჟონის მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • ვუსტერის სოუსი 1 ჩასი კოვზი
  • ქათმის ბულიონი 250მლ
  • პორტვეინი 60მლ

მომზადება

  1. ფილე მოატავსეთ დასაჭრელ ზედაპირზე, გრძლად გაჭერით თითქმის ბოლომდე. გადაშალეთ წიგნივით. მარინადისთვის საჭირო ინგრედიენტები მოათავსეთ პაკეტში, დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი მარილი. მასში მოათავსეთ ღორის ხორცი და შეინახეთ მაცივარში დილამდე.
  2. შიგთავსისთვის: დაჭერით ბეკონი, მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში ხახვთან, ნიორთან სანელებლებთან და მწვანილთან ერთად. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით შიგთავსი დაბალ ცეცლხზე 10 წუთი. დაუმატეთ მოცვი, გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთი და გააგრილეს.
  3. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. მოათასვეთ პერგამენტზე ხორცი. ზემოდან დაალაგეთ ბეკონი. ღორის ხორცს მოაშორეთ ზედმეტი მარინადი. მოათავსეთ ხორცისმეორე ნაწილი მასზე, ზემოდან გადაანაწილეთ შიგთავსი და დაახვიეთ რულეტისებურად. შემოახვიეთ ბეკონი, რათა გამოვიდეს სქელი ძეხვი. შეკარით ძაფით.
  4. ღორის ძვლები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში, მასზე დადეთ რულეტი და გამოაცხეთ 2-2 1/4 საათი, რულეტის ცენტრში ტემპერატურა 71 გრადუსი უნდა იყოს. ღორის კანი შესაწვავად დაამარილეთ და მოათასვეთ რულეტთან ერთად 1 საათი.
  5. რულეტი გამოიტანეთ ღუმელიდან და გააგრილეთ, კანი დატოვეთ ბოლომდე მოსამზადებლად. სოუსისთვის საჭირო ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში და წამოადუღეთ. 5 წუთი ადუღეთ სოუსი.
  6. მოახსენით ძაფები და დაჭერით რულეტი.

გემრიელად მიირთვით!