ნოყიერი პეროგი, რომელიც ყოველდღე შეგიძლიათ მოამზადოთ. მინიმუმი დრო სჭირდება

1047

როგორც ზარმაცი დიასახლისი, რომელსაც ქურასთან დგომა არ უყვარს, სწრაფ და მარტივ რეცეპტებს ვაფასებ. ოღონდ ბევრი კერძი არ არსებობს, რომელიც სწრაფად მზადდება და ზღაპრულად გემრიელია. ჩემი ნაზი პეროგი ხაჭოთი სწორედ ასეთია. ლამაზი, ნოყიერი და გემრიელი გამოდის. დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი პეროგი შეგიძლიათ მოამზადოთ ყოველდღე. მინიმუმ ძალისხმევას და დროს მოითხოვს.

ნაზი პეროგი ხაჭოთი

ინგრედიენტები:

  • 200 გ კარაქი
  • 300 გ შაქარი
  • 500 გ ფქვილი
  • 400 გ ხაჭო
  • 4 კვერცხი
  • 4 ს/კ არაჟანი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • სახამებელი

მომზადების წესი:

1. 2 კვერცხი და 200 გ შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. კარაქი და არაჟანი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

2. ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ, მიქსერით ნელა ათქვიფეთ. მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. სქელი ცომი მოზილეთ და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

3. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. ხაჭო, დარჩენილი კვერცხი და შაქარი აურიეთ. ცოტა (ზუსტად 1 ს/კ) სახამებელი დაუმატეთ. მიქსერით ათქვიფეთ ან დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

4. ცომი გამოიღეთ. ჩაზილეთ და ორ ნაწილად გაყავით. 1 ნაწილი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გააბრტყელეთ. შიგთავსი ცომზე გაანაწილეთ.

5. ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ, ოღონდ ძალიან თხლად არა. ზოლებად დაჭერით. პეროგი გააფორმეთ, რომ ზემოდან ერთგვარი ბადე მიიღოთ. კუთხეები დაამაგრეთ. ზემოდან ლამაზი ქერქის მისაღებად ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.

ნახევარ საათში მაგიდაზე ნაზი ხაჭოს პეროგი თავს დაიმშვენებს. პირველივე ლუკმაზე თქვენს გულს დაიპყრობს. ასეთი სილამაზე სადღესასწაულო მაგიდასაც და უბრალო ვახშამსაც უხდება. ნოყიერი გამოდის, დიდხანს გეყოფათ. ამ მშვენიერი პეროგის ზღაპრული გემო ნამდვილად სანაქებოა. პეროგს „მარჯვეს“ ვუწოდებ, რადგან სწრაფად მომზადების ყველა რეკორდს ხსნის. ზარმაც დიასახლისსაც სამსახურის შემდეგ მისი გაკეთება არ გაუჭირდება. ვახშამზე ახალი და არომატული ცომეულით ისიამოვნეთ.