ნოყიერი და მადიანი მოშუშული კარტოფილი ხორცთან ერთად: ისეთივე გემრიელია, როგორიც ბებიასი

320

Gastronomia.ge-ს რედაქცია მოშუშული კარტოფილის და ხორცის რეცეპტს გიზიარებთ. შესანიშნავი სადილი ან ვახშამია მთელი ოჯახისთვის.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ღორის ხორცი
  • 800 გრ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 0,5 ბულგარული წიწაკა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ხორცი გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით.
  2. ანტიმიწვის საფარის მქონე ქვაბში მცენარეული ზეთი კარგად გააცხელეთ.
  3. ხორცი ყველა მხრიდან ფერის შეცვლამდე შეწვით.
  4. პატარა კუბებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო დაუმატეთ.
  5. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, აურიეთ და სტაფილოს დარბილებამდე შეწვით.
  6. ცხელი წყალი დაუმატეთ ისე, რომ ხორცს ბოსტნეულთან ერთად ფარავდეს.
  7. 15 წუთით თუშეთ.
  8. ოთხად დაჭრილი კარტოფილი და წვრილ კუბებად დაჭრილი წიწაკა დაუმატეთ.
  9. მარილი მოაყარეთ, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. წყალი დაასხით ისე, რომ კარტოფილს მთლიანად არ ფარავდეს.
  10. კარტოფილის მომზადებამდე შეწვით.
  11. გემრიელად მიირთვით!