ნივრის სუპ-პიურე. ამ მადისაღმძვრელ სუპზე გიჟდებიან იტალიელები

968

წვნიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველ დღიურად მენიუში ძალიან მბეზრდება. ასეთ შემთხვევაში ვამზადებ ნივრის სიუპ-პიურეს, რომელიც ჩემი აზრით იდეალურია.

ეს რეცეპტი იტალიიდან ჩამოიტანა მეგობარმა. ამ მადისაღმძვრელ სუპზე გიჟდებიან იტალიელები.

ინგრედიენტები

  • ნიორი 60გ
  • ხახვი 150გ
  • მწვანე ხახვი 400გ
  • კარტოფილი 350გ
  • ქათმის ბულიონი 1,5ლ
  • ნაღები 125მლ
  • პური 150გ
  • გამღვალი კარაქი 4 სუფრის კოვზი
  • ძირა 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.მცენარეული ზეთი გააცხელეთ ქვაბშუ, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი (ორივე სახეობა). საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ 5 წუთი.

2.დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი, დაჭრილი ნიორი და მოთუშეთ 10 წუთი.

3.დაუმატეთ გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ძირა, წიწაკა, მარილი, სანელებლები და ბულიონი. აადუღეთ. მოხარშეთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე.

4.ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი გამღვალი კარაქი და დაუმატეთ დაჭრილი პური. შეწვით 10 წუთი.

5.სუპში ჩაასხით 33% ცხიმიანი ნაღები, მოურიეთ და აადუღეთ. ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ, უნდა მიიღოთ პიურეს კონსესტენცია.

6.გააფორმეთ მწვანილით და ორცხობილით.

გემრიელად მიირთვით!