ნივრიანი კიტრი – ზამთრის განუყოფელი ნაწილი!

923

ზაფხულის ცხელ დღეებში მაინც გვეფიქრება ზამთრის მოსვლზაე. ხოლო ცივი სეზონი მწნილის გარეშე წარმოუდგენელია.

დღეს ჩვენ უახლეს ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • კიტრი 1,5კგ
  • ხახვი 400გ
  • ნიორი 200გ
  • კამა
  • ოხრახუში
  • ძმარი 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1,5 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კიტრი, მოაჭერით ბოლოები. დაჭერით მრგვლად. რათა კიტრი მეტად ხრაშუნა გამოვიდეს, 1 დღე ჩაალბეთ ცივ წყალში და შემდეგ გარეცხეთ.

2.დაჭერით ხახვი, ხოლო ნიორი დააბლენდერეთ. კარგად გარეცხეთ კამა და ოხრახუში. წვრილად დაჭერით მწვანილი.

3.ღრმა ჯამში მოათავსეთ კიტრი, მწვანილი, ხახვი, ნიორი. დაუმატეთ 1,5 სუფრის კოვზი შაქარი და 1 სუფრის კოვზი მარილი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ 30-40 წუთი ოთახის ტემპერატურაზე, რათა გაუშვას წვენი. ამასობაში მოურიეთ ბოსტნეულს 3 ჯერ.

4.დაუმატეთ შსავი წიწაკა, ძმარი და მოურიეთ.

5.სტერილურ ქილებში მოათავსეთ კიტრი.

6.ქილები აადუღეთ ქვაბში 15 წუთი, ქილები გადმოიტანეთ ქვაბიდან და დააფარეთ თავსაფარი.

7.შეფუთეთ გაგრილებამდე, შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!