ნახევარი ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა მარილი – ასე ვამზადებ ყველაზე გემრიელ და ნაზ სალას, რომელიც ბავშვებსაც კი უყვართ

2712

სალა, წითელი და შავი ხიზილალისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომი პროდუქტია, რომელიც გვანაყრებს არაჩვეულებრივად და აძლიერებს იმუნიტეტს. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ სალა წონაში მოგამატებინებთ, რადგან ის საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია და თუ მას გონივრულად მივიღებთ, ფიგურის დაზიანების საფრთხის წინაშეც არ დავდგებით. მასში შემავალი მონოგაუჯერებელი ოლეინის მჟავა და ნახევრადგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის სწორი, გამართული ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით ღირებულია მასში შემავალი არაჰიდონის მჟავა, რომელიც პასუხსიმგებელია ქოლესტერინის დონის დარეგულირებაზე და ჰორმონების გამომუშავებაზე.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ საოცრად ნაზი, გემრიელი და არომატული სალა, რომელიც ბავშვებსაც კი შეუყვარდებათ. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ!

როგორ მოვამზადოთ გემრიელი სალა

ინგრედიენტები:

  • 1 კგ სალა
  • 1 ჩაის ჭიქა მარილი
  • ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი
  • 1 ლიტრი წყალი
  • შავი წიწაკა
  • დაფნის ფოთლები
  • ნიორი

მომზადება:

1. ჩაამატეთ წყალში მარილი, შაქარი, პილპილი და დაფნის ფოთოლი, მიიყვანეთ დუღილამდე.

2. დაჭერით ნიორი პატარა ნაჭრებად ან უბრალოდ დასრისეთ და წაუსვით სალას.

3. გაგრილებულ მარილწყალში მოათავსეთ სალა და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ შედგით მაცივარში და დატოვეთ კიდევ რამდენიმე დღე-ღამით. მზა სალა გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

4. გემრიელად მიირთვით!

სურვილისამებრ, შეგიძლიათ სხვადასხვა სანელებლების გამოყენებაც, არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. თუ მოგეწონათ რეცეპტი, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!