ნამცხვარი ჯემით: საუკეთესო დესერტის რეცეპტი

1954

საუკეთესო ცომისა და ჯემის დუეტი დაუვიწყარ დესერტს მოგვცემს შედეგად. ამ დესერტით თქვენი დაღესასწაულო სუფრა დამშვენდება.

ინგრედიენტები

  • 300გ მურაბა
  • 250გ ფქვილი
  • 150გ კარტოფილის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 150გ შაქარი
  • 10გ ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. გაცრილ ფქვილს დაუმაეთ სახამებელი, შაქარი, ვანილი, სოდა და მარილი.
  2. კვერცხს დაუმატეთ რბილი მარგარინი და ძმარი. ორივე მასა შეაერთეთ და მოზილეთ ცომი.
  3. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ნაწილი შეახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ 15 წუთი მაცივარში.
  4. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში (ფორმა ამოფინეთ ქაღალდით და დაამუშავეთ ზეთოთ). ზემოდან მოატავსეთ არჩეული მურაბა, უმჯობესია მჟავე.
  5. ზემოდან გადააფარეთ მაცივარში შენახული ცომი.
  6. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!