მადისაღმძვრელი ნამცხვარი “წაბლი” განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს, რომლებიც შეგიძლიათ მომზადების პროცესშიც ჩართოთ. მას ფხვიერი ცომისგან ამზადებენ და სასიამოვნო ტექსტურისა და ყვითელი ფერის მისაღებად მოხარშულ კვერცხის გულს უმატებენ.
გთავაზობთ წვიმიან საღამოს ამ არაჩვეულებრივი დესერტის მომზადებას დრო დაუთმოთ და ასიამოვნოთ ოჯახის წევრები. ჩვენი ინსტრუქცია კი ამაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები
- 2 ჭ ფქვილი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 250 გრ კარაქი
- 5 კვერცხი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 1 მწ მარილი
- ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით
- 50 გრ გარგრის ჩირი
- 50 გრ ქიშმიში
- 50 გრ შავი ქლიავის ჩირი
- 150 გრ ნიგოზი
- 100 გრ შავი შოკოლადი
მომზადება
- მოხარშეთ კვერცხები, ამოაცალეთ გულები და დაჭყლიტეთ ჩანგლით.
- დაამატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და 200 გრ კარაქი, მოურიეთ მიქსერით..
- დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი, არაჟანი და ფქვილი, კვლავ მოურიეთ, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 30 წუთით.
- გაატარეთ 50 გრ ნიგოზი და ჩირი. მიღებული მასისგან შექმენით პატარა ბურთულები.
- ბურთულებს გარედან ცომი შემოახვიეთ. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნაწარმი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
- მოამზადეთ მინანქარი: დაადნეთ 50 გრ კარაქი, დაუმატეთ შავი შოკოლადი, ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
- დარჩენილი ნიგოზი დააქუცმაცეთ. ნამცხვრები ამოავლეთ ჯერ მინანქარში, შემდეგ ნიგოზში. შედგით ნამცხვრები მაცივარში 1 საათით.
ნამცხვარი ასევე შეგიძლიათ ამოავლოთ ქოქოსის ფანტელში, შავი შოკოლადი ჩაანაცვლოთ თეთრით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!