ნამცხვარი, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ

893

დესერტი ვაშლის შიგთავსით – ეს ხომ საოცრებაა! ჩემი საყვარელი ტკბილეულის რეცეპტს გაგიზიარებთ დღეს, რომელიც ბავშვობიდან არ მბეზრდება.

მის იდეალურად მომზადებაში ერთი საიდუმლო დაგეხმარებათ. აქ მთავარი ცომია!

ინგრედიენტები

  • 300გ რძე
  • 7გ მშრალი საფუარი
  • 50გ შაქარი
  • 5გ მარილი
  • 60გ კარაქი
  • 25გ სიმინდის სახამებელი
  • 470გ ხორბლის ფქვილი
  • 400გ ვაშლი
  • შაქარი გემოვნებით
  • დაფქული დარიჩინი გემოვნებით
  • 1 კვერცხის გული

მომზადება

1.ნახევარი რძე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზ ფქვილთან და საფუართან ერთად. დაელოდეთ გაგრილებას. საფუარი კარგად უნდა გაიხსნას მასაში.

2.დარჩენილ რძეს დაუმატეთ მარილი და შაქარი, მოურიეთ. შეაერთეთ რძის ორივე მასა.

3.გამღვალი კარაქი, გაცრილი ფქვილი და სახამებელი შეურიეთ ცომს. კარგად მოურიეთ.

4დანარჩენი ფქვილი დაუმატეთ ნელ-ნელა. ცომი უნდა გამოგივიდეთ საშუალო სისქის. ცომი შეინახეთ 30-40 წუთი თბილ ადგილას, რათა ამოფუვდეს. ამასობაშ მოამზადეთ შიგთავსი.

5.გაასუფთავეთ ვაშლი, დაჭერით. ხილს მოაყარეთ დარიჩინი.

6.ამოსული ცომი ძლიერად არ ჩაზილოთ. დაყავით ბურთებად და დაელოდეთ მათ ამოფუებას.

7.გააბრტყელეთ ცომი ოვალურად. ცენტრში გადაანაწილეთ შიგთავსი და მოაყარეთ შაქარი.

8.გადაკეცეთ შუაზე და კარგად დააფიქსირეთ კუთხეები. 3 ადგილას ჩაჭერით და ცხობამდე დაასვენეთ 20 წუთი.

9.კვერცხის გულს დაუმატეთ სუფრის კოვზი რძე და მიღებული მასა წაუსვით ფუნთუშებს. გამოაცხეთ 190 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!