ნამცხვარი ლავაშით და ფარშით – სარესტორნო კერძი

896

ფარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი – ღორის ცხიმიანი ან ქათმის ნაზი, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მოსასხმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი ან მაიონეზი, რომელიც მეტად მოგწონთ.

კეჩუპიც თქვენი გემოვნებით უნდა აარჩიოთ, ცხარე ან ტკბილი.

ინგრედიენტები

  • ლავაში 2 ცალი
  • ღორის ფარში 300გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი 100გ
  • კეჩუპი 100გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • გახეხილი ყველი 150გ

მომზადება

  1. ფარში შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენითაც, ან შეიძინოთ მარკეტში გამზადებული. ფარში უნდა იყოს ისეთი კონსესტენციის, როგორსაც იყენებთ კატლეტისთვის.
  2. გაშალეთ ლავაშის 2 ფირფიტა და მასზე თანაბრად გადაანაწილეთ ფარში. დაელოდეთ 10-15 წუთი, რათა ლავაშმა მიიღოს ელასტიურობა და ირბილე.
  3. ლავაში დაახვიეთ რულეტისებურად და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაში.
  4. მოსასხმელი მასა მოამზადეთ კვერცხისგან, არაჟნისგან, კეჩუპისგან, სანელებლებისგან, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოსასხმელმა მასამ მთლიანად უნდა დაფაროს ნამცხვარი.
  5. ნამცხვარი გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე. 5-10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით!