ნამდვილ მოცარელას ორი პროდუქტით 30 წუთში ვამზადებ

522

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამზადებული ყველის ფართო ასორტიმენტი, როგორიცაა ქართული სულგუნი, იტალიური პარმეზანი და მასკარპონე, გერმანული დორბლუ და ბერძნული ფეტა, შესანიშნავი კერძების მომზადების საშუალებას გვაძლევს. ყველის უმეტესობა ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება. შინ მომზადებული მოცარელა არც ერთ პროდუქტს შეედრება.

სახლში მოცარელა ისე ადვილად მზადდება, როგორც კექსი. სადღაც 30-40 წუთის საქმეა. თან როგორ დიდ სიამოვნებას მიიღებთ ნატურალური პროდუქტისგან!

ნატურალური მოცარელა სახლის პირობებში 30 წუთში

მთავარი პირობა, რომელიც უნდა დაიცვათ, ახალი შინაურული რძე და ტემპერატურის რეჟიმია. ინსტრუქციას მიჰყევით და პირველივე ცდაზე მოცარელას გააკეთებთ.

ინგრედიენტები:

  • 5 ლ რძე
  • 1 ს/კ ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

1. რძე ქვაბში ჩაასხით და 50°C–მდე გააცხელეთ.

2. რძეს აურიეთ, თანდათან ლიმონმჟავა დაუმატეთ. კიდევ 20–30 წამით მორევა გააგრძელეთ, შემდეგ რძიანი მასა 10 წუთით თავდახურულ ქვაბში გააჩერეთ.

3. ყველის მასა შეაგროვეთ, შრატისგან გაწურეთ და საწურში გადაიტანეთ. ყველის მასაზე ცომივით იმუშავეთ, ზედმეტი შრატისგან გაწურეთ.

4. ამ დროში შრატი 80°C–მდე გააცხელეთ. ყველის მასა მასში ჩადეთ. მასა დასრისეთ, ჩაზილეთ. მისი ტექსტურა შეიცვლება: წელვადი გახდება.

5. ყველის მასა ბურთებად დაჭერით და ყინულიან წყალში ჩადეთ.

თუ მოცარელა თქვენს რაციონში ჯერ არ ჩაგირთავთ, გირჩევთ, გემრიელი და სასარგებლო ყველი არ უგულებელყოთ. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები, ლაზანია, პასტა, ომლეტი, ხაჭოკვერა, პიცა, წასახემსებელი. თუ სახლის რძით მომზადებული ყველის დიდხანს შენახვა გსურთ, დარჩენილი შრატით და რძით ნარევი გააკეთეთ და მასში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!