ნამდვილი იმერული ხაჭაპურის საუკეთესო რეცეპტი

6576

იმერული ხაჭაპურის ცომი შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც წყალზე, ასევე რძეზე, რძისა და წყლის ნარევსა და ყველის შრატზე. მოდით, ერთად მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი კერძი.

ინგრედიენტები: 

ცომი 

  • 1 კგ ფქვილი
  • 500 მლ თბილი წყალი
  • 3 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი

გულსართი 

  • 1 კგ ჭყინტი ყველი
  • 2 კვერცხი
  • კარაქი – ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში გავხსნათ მარილი და საფუარი, დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და  დავდგათ ასაფუებლად.
  2. როცა აფუვდება, ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ და კვლავ ვაცადოთ აფუება.
  3. ყველი დავფხვნათ და შევურიოთ კვერცხი. ცომი დავყოთ 4-5 თანაბარ გუნდად. ასევე დავყოთ ყველის გულსართი, მოვათავსოთ ცომში და შევკრათ. ჯერ მსუბუქად, ხის დაფაზე გავაბრტყელოთ, შემდეგ კი ფორმაში ან გახურებულ ტაფაზე ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ თანაბრად თხელი ხაჭაპური გამოვიდეს.
  4. ხაჭაპური შეგვიძლია გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრადუსზე, ასევე ტაფაზე – ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მხრიდან. მზა ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი.