ნაზი ვაშლის ნამცხვარი კარამელით

603

ადრე ვაშლისგან ხშირად ვამზადებდი შარლოტკას, მაგრამ ამ დესერტის აღმოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ძალიან ნაზი და არომატული გამოდის, ჩაისთან შეუცვლელია.

თითქმის ყოველ დღე მიწევს მომზადება, რადგან ბავშვებს უზომოდ მოეწონათ.

ინგრედიენტები

  • რძე 230მლ
  • წყალი 200მლ
  • მზესუმზირის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • საფუარი 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 100გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 600გ
  • ვაშლი 2 ცალი
  • დარიჩინი 2 ჩაის კოვზი
  • ირისის კანფეტი 180გ]
  • კარაქი 30გ

მომზადება

1.გააცხელეთ წყალი და 200მლ რძე. შეაერთეთ ინგრედიენტები 1 სუფრის კოვზ შაქართან, მარილთან და საფუართან. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და მოასხით ზეთი.

2.თბილ ადგილას დატოვეთ 1 საათი.

3.დაჭერით ვაშლი კუბიკებად, მოაყარეთ დარიჩინი და 2 სუფრის კოვზი შაქარი.

4.ამოფუებული ცომი გაყავით 11 ნაწილად.

5.თითოეულ ნაწილში მოათავსეთ ვაშლის გულსართი და ირისი. კარგად დაფარეთ ცომით.

6.ცომის ბურთულები მოათავსეთ ფორმაში და დაასვენეთ 15 წუთი. წაუსვით გამღვალი კარაქი და მოაყარეთ შაქარი.

7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

8.დარჩენილი რძისგან და ირისისგან მოამზადეთ კარამელი. ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიღებუი კარამელი მოასხით დესერტს.

გემრიელად მიირთვით!