მარტივი რეცეპტი ხაჭოს შარლოტკის მოსამზადებლად რბილი. ჰაეროვანი დესერტი ვაშლით.
რეცეპტი და უნგრედიენტები უმარტივესია.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 250გ
- შაქარი 200გ
- ხაჭო 500გ
- კარაქი 200გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- ნახევარი ლიმონის ქერქი
- ვაშლი 2-3 ცალი
- კვრცხი 2 ცალი
მომზადება
- ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
- კვერცხს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
- დაუმატეთ ხაჭო და გამღვალი კარაქი.
- ნიჩბით მოურიეთ.
- დაუმატეთ ლიმონის ქერქი.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
- მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი ნელ-ნელა.
- მოურიეთ ნიჩბით და მოზილეთ ცომი.
- ცომი უნდა გამოვიდეს არჟნის კონსესტენციის.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
- ფორმაში ჩაასხით ცომი.
- ვაშლი გაასუფთავეთ და დაჭერით.
- ცომში ჩაძირეთ ვაშლის ნაჭრები.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.
- გააგრილეთ და გადმოიტანეთ ფორმიდან.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!