ნაზი და ფუმფულა მაწვნიანი ცომი

3441

მაწვნიანი ცომი თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საფუვრიანი ცომის ნაცვლად სხვადასხვა ღვეზელისა და ხაჭაპურის მოსამზადებლად. ამ ცომს ის უპირატესობა აქვს, რომ მისი შენახვა რამდენიმე დღით შეგიძლიათ მაცივარში. გამომცხვარი მაწვნიანი ცომის კონსისტენცია საფუვრიან ცომთან შედარებით უფრო ნაზია.

ინგრედიენტები:

  • 500-700 გ ფქვილი
  • 4 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • 100 გ გამდნარი კარაქი
  • 500 მლ მაწონი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ძმარი

მომზადების წესი:

  1. მაწონში ჩაასხით ძმარში გახსნილი სოდა და ცოტა ხანს გააჩერეთ.
  2. დაუმატეთ მარილი, გამდნარი კარაქი
  3. და კვერცხის გულები.
  4. ცომს ამატეთ ფქვილი და ურიეთ.
  5. ცომი გადაიტანეთ დაფაზე და დაიწყეთ ზელა. თუ ფქვილი დააკლდება, დაამატეთ.
  6. უნდა მიიღოთ ნაზი ცომი, რომელიც ხელს ოდნავ ეკრობა.
  7. მზა ცომი გაახვიეთ ცელოფანში და 2 სათით მაცივარში შედეთ, შემდეგ კი გამოიყენეთ.