კარტოფილის გარსი და ხორცის შიგთავსი – ძალიან გემრიელად ჟღერს, არა? რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. “პოლონეთის დიდებული სამეფოს ქრონიკების” მიხედვით, ე.წ. “კარტოფილის ზრაზი” პოლონეთის მეფის, ვლადისლავ იაგელლოს ყველაზე საყვარელ კერძს წარმოადგენდა.
ინგრედიენტები:
- 12 საშუალო ზომის კარტოფილი
- 2 კვერცხი
- 1 თავი ხახვი
- 5 ს.კ. ფქვილი
- დაფნის ფოთოლი – 1 ცალი
- 1 ჩ.კ. მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 500 გრამი ფარში (ღორის ან საქონლის)
- 1 თავი ხახვი
- მარილი და პილპილი
მომზადება:
1. კარტოფილი დაჭერით დიდ ნაჭრებად და მოხარშეთ. არ დაგავიწყდეთ დამარილება.
2. სანამ კარტოფილი გაცივდება, მოამზადეთ მისგან პიურე.
3. ხახვი გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოთუშეთ ტაფაზე.
4. ჩაამატეთ ტაფაში ფარში, დაამარილეთ, მოაყარეთ პილპილი და კარგად გადაურიეთ.
5. სანამ ფარში გამზადდება, კარტოფილის პიურეში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ფქვილი და კვერცხი. კარგად გადაურიეთ.
6. მიღებული კარტოფილის ცომი დაყავით თანაბარი ზომის ბურთებად. თითოეული ბურთი გააბრტყელეთ და ცენტრში მოათავსეთ ზედ 1 სუფრის კოვზი მზა ფარში.
7. შეკარით ღვეზელი და ამოავლეთ ფქვილში.
8. ტაფაში ჩაასხით მცირეოდენი მცენარეული ზეთი, კარგად გააცხელეთ და მოათავსეთ მასში ღვეზელები შესაწვავად. პერიოდულად გადააბრუნ-გადმოაბრუნეთ. როდესაც კარტოფილის გარსი კარგად დაიბრაწება, გადმოიღეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცებზე და დატოვეთ სულ რამდენიმე წუთით, რათა ხელსახოცმა ცხიმი კარგად გამოწოვოს.
უგემრიელესი კერძი მზად არის! პირველივე ლუკმის დაგემოვნებისას, ეს კერძი აუცილებლად შეგიყვარდებათ. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და გაუმასპინძლდით ამ უგემრიელესი ღვეზელებით ოჯახის წევრებსა და სტუმრებს. ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც!