მხოლოდ ოთხი ძირითადი ინგრედიენტისგან: მრავალფენოვანი ქათმის სალათი ნიგვზით

2142

თუნდაც ხანდახან უნდა ესტუმრო ნათევსავებს, ახალი და საინტერესო რეცეპტების გასაგებად. მე და ჩემი დები ხშირად ვუცვლით ერთმანეთს კულინარიულ გამოცდილებას, რაც საშუალებას გვაძლევს, საკვები რაციონი გავამრავალფეროვნოთ.

ბოლო დღესასწაულზე შესანიშნავი მრავალფენოვანი ქათმის სალათის რეცეპტი გავიგე. კერძი მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება, მაგრამ პიკანტური, ნაზი და უგემრიელესი გამოდის. ენით აღუწერელი გემოა!

ინგრედიენტები

  • 250 გრ ქამა სოკო
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 250 გრ ქათმის ბარკალი
  • 1 ც ხახვი
  • 1 კბ ნიორი
  • 50 გრ ნიგოზი
  • 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 100 გრ მაიონეზი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შავი პილპილი და შავი პილპილის კაკლები გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ ქათმის ბარკალი დაფნის ფოთოლთან, გაფცქვნილ ხახვთან და პილპილის კაკლებთან. ცალკე მოხარშეთ ქამა სოკო ოდნავ მარილიან წყალში და დაჭერით.

2. დააბლენდერეთ ნიგოზი.

3. ცივი ხორცი დაწეწეთ და დაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და გატარებული ნიორი.

4. გახეხეთ ყველი.

5. ღრმა სასალათეში მოათავსეთ შეზავებული დაწეწილი ქათმის ხორცი, შემდეგ ნახევარი სოკო, უზეთო ხორცი, დარჩენილი ქამა სოკო, ნიგოზი და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. ყოველ ფენას წაუსვით მაიონეზი.

შედგით სალათი მაცივარში 2 საათით. სალათი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს, თუმცა ყოველდღიური ვახშმისთვისაც შესანიშნავია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!