მწნილებს უკვე ვიმარაგებ და ხრაშუნა კიტრს კანადური რეცეპტით ვაკეთებ

452

საზაფხულო მწვანილის და სასარგებლო ბოსტნეულის სეზონი დადგა, ასე რომ ხრაშუნა კიტრის კონსერვის მომზადებას ვსწავლობთ. ამ რეცეპტისთვის ბევრი ინგრედიენტი და სანელებელი საჭირო არაა. ამ მეთოდით გემრიელ კიტრს მომგებიანად შეინახავთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია კიტრის მწნილის კანადურ რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • კიტრი
  • ნიორი
  • კამა
  • ოხრახუში

მარილწყლის ინგრედიენტები:

  • 4 ჭიქა წყალი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 2 ს/კ ძმარი
  • 300 გ მარილი

მომზადების წესი:

1. რეცეპტი სამლიტრიან ქილაზეა გათვლილი, მაგრამ ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ. ექსპერიმენტისთვის კანადური რეცეპტით მხოლოდ 1 ლ ქილა შეგიძლიათ მოამზადოთ.

2. ყველა ბოსტნეული კარგად გარეცხეთ. სტაფილო და კიტრი გათალეთ. ბულგარული წიწაკა ზოლებად დაჭერით და თესლი მოაშორეთ. სტაფილო ზოლებად დაჭერით. კიტრი სიგრძეზე 4 ნაწილად დაჭერით. თუ ძალიან დიდია, უფრო დაანაწევრეთ.

3. მარილწყალი მოამზადეთ. წყალი აადუღეთ, ძმარი და სანელებლები დაუმატეთ. ქილა აუცილებლად გაასტერილეთ, სანამ მწვანილს, ნიორს და ბოსტნეულს დაუმატებთ. როგორც კი, ქილა კარგად გაშრება, მარილწყლის ჩასხმა დაიწყეთ.

4. ქილები (თუ რამდენიმე პატარა ქილას იყენებთ) კამის ქოლგებით, ოხრახუშით, წიწაკის მარცვლებით და დაფნის ფოთოლით გაავსეთ. წიწაკის, სტაფილოს და კიტრის რაოდენობა თითოეულ ქილაში თანაბრად გაანაწილეთ.

5. თითოეულ ქილას მარილწყალი 12 წუთით დაასხით და ზემოდან თავსახური დაახურეთ. ამის შემდეგ სითხე ქვაბში გადაასხით და რამდენიმე წუთით ადუღეთ. კიტრს კვლავ მარილწყალი დაასხით და მოხუფეთ.

როგორც კი, კიტრს მოხუფავთ, მაშინვე ქილა გადააბრუნეთ და სადმე მოფარებულ ადგილას 1 თვე შეინახეთ. ასეთი მწნილი ნებისმიერ ხორცეულს ან სეზონურ კერძს უხდება. მაგალითად, ახალ კარტოფილს ახალ მწვანილთან ერთად.

კიტრი კანადური რეცეპტით აუცილებლად მოამზადეთ და გემო თავად გამოსცადეთ. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება ასეთი ხრაშუნა კიტრი, ტკბილი წიწაკა და ნაზი სტაფილო ზამთარში. ნამდვილი ვიტამინების ასორტი ცივ სეზონზე. „კანადური“ კიტრის მომზადებას დაჟინებით გირჩევთ.