მწვანე პომიდვრის კონსერვს ზამთრისთვის ვიმარაგებ. იდეალური ცხარე კერძია

2977

მწვანე პომიდორი ნივრით ზამთრისთვის იდეალური კონსერვია. ცხარე კერძი ცხელ ზაფხულს გვახსენებს. კონსერვი, რომელშიც გაერთიანებულია ნივრის სასიამოვნო არომატი, ხრაშუნა ხახვი და წვნიანი პომიდორი, ზამთრისთვის აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ. ნებისმიერ კერძს უხდება.

მწვანე პომიდვრის კონსერვი

Gastronomia.ge–ს რედაქცია მწვანე პომიდვრის კონსერვის ქართულ რეცეპტს გიზიარებთ. კონსერვს საოცარი გემო და არომატი აქვს. გაგიჭირდებათ ცდუნებას გაუძლოთ და მთელი ქილა არ შეჭამოთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ მწვანე პომიდორი
  • 3 ხახვი
  • 400 გ ტკბილი წიწაკა
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 80 გ ნიორი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 100 მლ ძმარი (9%)
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ს/კ მარილი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ქინძი
  • შავი წიწაკა

მომზადების წესი:

1. პომიდორს ყუნწები მოაშორეთ და ნაჭრებად დაჭერით. თუ ძალიან პატარაა, მხოლოდ შუაზე გაჭერით. პომიდორი დიდ თასში ჩააწყვეთ და გააჩერეთ.

2. შემდეგი მოქმედებისთვის ხორცსაკეპი ან ბლენდერი დაგჭირდებათ. ბლენდერის ჭიქაში ან უბრალოდ ღრმა თასში დაჭრილი ტკბილი და ცხარე წიწაკა, ნიორი და ოხრახუში მოათავსეთ. პიურეს მიღებამდე დააქუცმაცეთ და აურიეთ.

3. მიღებული ფაფა პომიდვრის ნაჭრებს დაუმატეთ. აქვე ხახვის ნახევარრგოლები, სანელებლები და თხევადი ინგრედიენტები დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და გრილ ადგილას 2–3 საათით გააჩერეთ. ამ დროში საკმაოდ ბევრ წვენს გამოყოფს. დროდადრო აურიეთ.

4. მიღებული სალათი ქილებში ჩაასხით. ქვაბში სუფთა პირსახოცი ჩააფინეთ და სტერილიზაციისთვის ქილები ჩააწყვეთ. ლიტრიანი ქილები 40 წუთით გაასტერილეთ, ნახევარლიტრიანი – 20 წუთით. ამის შემდეგ ქილები მოხუფეთ, გადააბრუნეთ და კარგად შეფუთეთ.

სრულად გაგრილების შემდეგ ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ. თუ თავისუფალი თარო გაქვთ, მაცივარში შეინახეთ. სალათი ოთახის ტემპერატურაზეც არ გაფუჭდება. კერძი იმდენად გემრიელია, რომ თაროზე დიდხანს არ დარჩება.

სალათი ხორციან კერძებს განსაკუთრებით უხდება. ერთხელ მომზადება სცადეთ, რომ შემდეგ ცხარე კონსერვის ისევ და ისევ მომზადება ისურვოთ.