მწვანე პომიდვრის სალათას 90-იან წლებში თითქმის ყველას ოჯახში შეხვდებოდით. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველიაო ნათქვამია! ამ სალათამ კვლავ დაიბრუნა თავისი პოპულარულობა და მისი რეცეპტი დღესაც ძალიან მოთხოვნადი გახდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ მისი რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- 4-5 ცალი მწვანე პომიდორი
- 1 პატარა კონა ნიახური
- 2 თავი ვარდისფერი ხახვი
- 4-5 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
- 1 ს.კ. ყვითელი ყვავილი
- მარილი
- წიწაკა
- 3 ს.კ. ზეთი
- 3 ს.კ. ძმარი
მომზადების წესი:
პამიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ნიორი და ნიახური – წვრილად. ზეთი და ძმარი ავურიოთ, დავუმატოთ სანელებლები. ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ფართო ტაფაში და ერთად მოვშუშოთ, სანამ პამიდორი დარბილდება. სალათა შეგვიძლია შევინახოთ ქილებში ან მომზადებისთანავე მივირთვათ.