მწვანე ლობიო ნიგვზით

2444

ლობიო ხმელი თუ ნედლი სახით, ორივენაირად ძალიან გემრიელია. მწვანე ლობიო ნიგვზით განსაკუთრებულად  უყვართ მემარხულეებს. სწორად მიხვდით, დღეს სწორედ ამ შესანიშნავ კერძს მოვამზადებთ.

მწვანე ლობიო ნიგვზით 

ინგრედიენტები:

  • მწვანე ლობიო – 1 კგ
  • ნიგოზი – 100 გ
  • ხახვი – 1 თავი
  • ნიორი – 2 კბილი
  • ომბალო – 20 გ
  • 20 – ძმარი გ
  • ქინძი, ოხრახუში, შაშკვლამი, ქონდარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მწვანე ლობიოს მოვაცილოთ ბოლოები, დავტეხოთ, გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარე ქვაბში ისე , რომ წყალი ლობიოს ფარავდეს და მოვხარშოთ.
  2. მოხარშვის შემდეგ წყალი გადავწუროთ.
  3. ლობიო გავაცივოთ და ზემოდან მოვაყაროთ დანაყილი ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, შაშკვლამი, ცოტა ქონდარი და ომბალო.
  4. მოვურიოთ ისე, რომ მოხარშული ლობიო კარგად აილესოს საკმაზში.
  5. ბოლოს შევანელოთ მარილით, წიწაკით, დანაყილი ნივრით და ძმრით გემოვნების მიხედვით.