მწვანე ლობიო კვერცხით – უგემრიელესი რეცეპტი

3832

ლობიო და მათ შორის მწვანე ლობიო, ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ცილის მაღალი შემცველობაა, რაც ხორცის არმოყვარულებს საშუალებას აძლევს ცილის მიღება ამ მცენარეული პროდუქტით დაარეგულირონ. დღეს მწვანე ლობიოს კვერცხით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ლობიო – 2 კილოგრამი
  • ერბო – 3-4 სუფრის კოვზი
  • კამა, ქინძი და რეჰანი – 1 კონა
  • კვერცხი – 3 ცალი
  • ხახვი – 3-4 თავი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. დარჩეული ლობიო და დავტეხოთ რამდენიმე ნაწილად.
  2. გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავყაროთ ქვაბში და ხუფდახურული მოვხარშოთ ორ ჩაის ჭიქა წყალში.
  3. ხარშვის დროს მოვურიოთ, რომ არ მიიწვას. როცა წყალი  შეაშრება, ლობიო მოხარშული იქნება; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავუმატოთ ცოტა წყალი და განვაგრძოთ ხარშვა, ვიდრე წყალი არ დაშრება, შემდეგ ჩავუმატოთ ერბო, წვრილად დაჭრილი მწვანილი (შეიძლება წვრილად დაჭრილი ხახვიც ჩავაყაროთ) და შევანელოთ მარილით.
  4. შევდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ, თანაც ხშირად მოვურიოთ. როდესაც შევატყობთ, რომ ლობიო ერბოში კარგად მოიშუშა, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.
  5. 3-6 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება.