ლობიო და მათ შორის მწვანე ლობიო, ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ცილის მაღალი შემცველობაა, რაც ხორცის არმოყვარულებს საშუალებას აძლევს ცილის მიღება ამ მცენარეული პროდუქტით დაარეგულირონ. დღეს მწვანე ლობიოს კვერცხით მოვამზადებთ.
ინგრედიენტები:
- მწვანე ლობიო – 2 კილოგრამი
- ერბო – 3-4 სუფრის კოვზი
- კამა, ქინძი და რეჰანი – 1 კონა
- კვერცხი – 3 ცალი
- ხახვი – 3-4 თავი
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- დარჩეული ლობიო და დავტეხოთ რამდენიმე ნაწილად.
- გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავყაროთ ქვაბში და ხუფდახურული მოვხარშოთ ორ ჩაის ჭიქა წყალში.
- ხარშვის დროს მოვურიოთ, რომ არ მიიწვას. როცა წყალი შეაშრება, ლობიო მოხარშული იქნება; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავუმატოთ ცოტა წყალი და განვაგრძოთ ხარშვა, ვიდრე წყალი არ დაშრება, შემდეგ ჩავუმატოთ ერბო, წვრილად დაჭრილი მწვანილი (შეიძლება წვრილად დაჭრილი ხახვიც ჩავაყაროთ) და შევანელოთ მარილით.
- შევდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ, თანაც ხშირად მოვურიოთ. როდესაც შევატყობთ, რომ ლობიო ერბოში კარგად მოიშუშა, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.
- 3-6 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება.