მწვადი ქილაში: რეცეპტი, რომელზეც ქართველები გიჟდებიან

3883

თუ საპიკნიკე ამინდი არ არის, მაგრამ მწვადები ძალიან გინდათ, არ არის აუცილებელი რესტორანში წასვლა.

ჩვენ ვიპოვეთ მწვადის საშინაო პირობებში მომზადების არაჩვეულებრივი რეცეპტი, რომელიც საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. თუ სახლში მოგეპოვებათ 3 ლიტრიანი ქილები, მაშინ დავიწყოთ მისი მომზადება.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ღორის ხორცი (ანტრეკოტი)
  • 250 გრ ბეკონი
  • 2-3 ც ხახვი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 100 მლ წყალი
  • მარილი, პილპილი, ქინძი, სანელებლები

მომზადების წესი 

1. გარეცხეთ ხორცი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაუმატეთ მარილი, პილპილი, სანელებლები და ლიმონის წვენი.

2. დაჭერით ხახვი რგოლებად, დაუმატეთ ხორცს, დაასხით წყალი და გააჩერეთ 30 წუთით, რომ მარილი კარგად გაჯერდეს.

3. ბეკონი დაჭერით თხელ ზოლებად. ჩხირებზე წამოაცვით ხორცი, ბეკონი და ხახვი მონაცვლეობით.

4. 3 ლიტრიანი ქილის ფსკერზე მოათავსეთ დარჩენილი ხახვი. თითოეულ ქილაში 4-5 ც “შამფური” ეტევა.

5. ქილას დააფარეთ ფოლგა. ქილა გარედან მშრალი უნდა იყოს.

6. ქილები მოათავსეთ ცივ ღუმელში (რომ არ გატყდეს), გააცხელეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე და 60-80 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ქილები.

7. გამორთეთ ღუმელი და დაელოდეთ 5 წუთი. სრაფად ნუ გააღებთ ღუმელის კარს, რადგან ტემპერატურის სწრაფმა ცვლილებმა ქილები არ გატეხოს.

მწვადები მზადაა!