მუსისებური გოგრისა და ფორთოხლის ტორტი

785

შემოდგომას ყოველთვის დიდი შემართებით ველოდები. ეს დესერტი ძალიან მილამაზებს დღეს და ვიტამინებით ავსებს ჩემს ორგანიზმს.

ინგრედიენტები

  • მანანის ბურღული 100გ
  • გოგრა 550გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 80გ
  • მარილი
  • ბადიანი 0,25 ჩაის კოვზი
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • ჯანჯაფილი 50გ
  • ჟელატინი 55გ
  • იოგურტი 1ლ

მომზადება

1.150გ გოგრა დაჭერით კუბიკებად და დააბლენდერეთ. დაუმატეთ მანანის ბურღული, შაქარი, კვერცხი, მარილი და ბადიანი.

2.მიქსერით მოურიეთ ინგრედიენტებს. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

3.ღრმა ჯამში ჩახეხეთ ფორთოხლის ქერქი. ფორთოხლის გული დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ქერქს.

4.დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი. მოურიეთ ინგრედიენტებს და წამოადუღეთ.

5.15გ ჟელატინი გახსენით წყალში. მოურიეთ და დაელოდეთ ამოფუებას. ჟელატინს დაუმატეთ ცხელი ფორთოხლის წვენი. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.

6.ჩაასხით ფორთოხლის მასა. გააგრილეთ და შეინახეთ საყინულეში 1,5 საათი. ამასობაში მოვამზადოთ მუსი. დაჭერით გოგრა კუბიკებად, მოაშორეთ ქერქი.

7.30 წუთის შემდეგ გამოწურეთ და გააკეთეთ პიურე. ცალკე 40გ ჟელატინს დაასხით წყალი. მოურიეთ და დაელოდეთ ამოფუებას. გოგრის პიურეს მოასხით იოგურტი.

8.ამ ინგრედიენტებს დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი. კარგად მოურიეთ და ჩაასხით ფორმაში.

9.ფხვიერ მასაზე  მოასხით იოგურტის მუსი. შეინახეთ 1 საათი მაცივარში. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ გოგრის მასა და ისევ მოასხით იოგურტი.

გემრიელად მიირთვით!