მსუყე, ფენებიანი სალათა. მისი გასინჯვის შემდეგ ყველა რეცეპტს მოგთხოვთ.

2415

თითქმის ყველა ჩვენთაგანის სადღესასწაულო მაგიდასთან აუცილებლად არის სალათი, რომელსაც საგულდაგულოდ ვამზადებთ. დღეს გასტრონომია-ს რედაქციას სურს წარმოგიდგინოთ სალათი, რომლითაც თავს სტუმრების წინაშე აუცილებლად გამოიჩენთ.

კორეული სალათი, მოხარშული ხორცით ძალიან გემრიელი და მსუყეა. სულ მალე, ის თქვენი სტუმრების გაოცებას გამოიწვევს და ისინი მოითხოვენ მის რეცეპტს.

სალათა საქონლის ხორცით და სტაფილოთი

ინგრედიენტები :

  • 400 გრ. მოხარშული ხორცი
  • 400 მოხარშული კარტოფილი
  • 300 გრ. სტაფილო (კორეული)
  • 1 დიდი ვაშლი
  • 250 გრ. მაიონეზი
  • 200 გრ მოხარშული ჭარხალი

მომზადების ინსტრუქცია :

  1. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად
  2. გადაიტანეთ საშუალო ზომის თასში
  3. დაალაგეთ თანაბრად ერთ ფენაზე. დაიწყეთ გათლილი ვაშლის ჩახეხვა ისე, რომ ხორცის ზემო ნაწილზე თანაბრად გადანაწილდეს.
  4. ახლა კი მაიონეზის მცირე ნაწილი გადაანაწილეთ თანაბრად.
  5. დაიწყეთ კარტოფილის ჩახეხვა
  6. კარტოფილის შემდეგ გადაუსვით ისევ მაიონეზი თანაბრად
  7. ახლა დროა მოხარშული ჭარხლის ჩახეხვა დავიწყოთ. ისევე, როგორც სხვა შემთხვეებში, ახლაც თანაბრად.
  8. ახლა კი ბოლო დეტალის დროა.. გადაიტანეთ სტაფილო თანაბრად.
  9. გადაუსვით მაიონეზი,მარილი გემოვნებით
  10. მწვანილი (გასაფორმებლად)