მსუბუქი მაგრამ ნოყიერი ნაღების დესერტი

1323

ხშირად ხდება, რომ მარტივად მოსამზადებელი კერძები უფრო გემრიელია. ასეთი საოცარი ინგრედიენტი, როგორიცაა ათქვეფილი ნაღები, სულაც არ საჭიროებს დანამატებს ნაყინისა და კარამელის მსგავსად. რეცეპტს, რომელსაც დღეს ჩვენ გაგაცნობთ ვერ უწოდებთ სრული ცხობის პროცესს. ის უფრო გავს ტირამისუს ნაღების ცომისაგან და არა ბისკვიტისაგან.

დესერტი შედგება ფენებისაგან, რომელიც კარგად არის გამომცხვარი და აქვს მოსხმული სქელი ნაღების კრემი. ცომი იწოვს ამ საოცარ კრემს, მაგრამ არ კარგავს გემოს, თვითონ დესერტი გამოდის ამავდროულად მსუბუქიც და ნოყიერიც. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ მის ორიგინალურობაში საკმარისია მისი ერთხელ მაინც მომზადება.

ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი-450გ
  • ნაღები-250მლ
  • შესქელებული რძე-285გ

მომზადება

1.მზა ცომი დაჭერით 2 სანტიმეტრიან კუბიკებად. გააკეთეთ ეს პირდაპირ საცხობ ქაღალდზე, გამოაცხვეთ ცომი 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

2.სანამ ცომის ბალიშები გრილდება, მოამზადეთ კრემი: საშუალო სიჩქარეზე მიქსერით ათქვიფეთ ნაღები, რათა ის კარგად ამოფუვდეს. ნაღებს დაუმატეთ შესქელებული რძე.

3.ცომის ბალიშები გადაალაგეთ ღრმა თეფშზე, მოასხით კრემი და მოურიეთ. დესერტი მოათავსეთ ფორმებში.

4.30 წუთით მოათავსეთ მაცივარში და ამის შემდეგ მიირთვით. გაგრილებული ბალიშები იქნება ხრშუნა, კრემი სასიამოვნოდ ცივი.

დესერტი ნაღებისა და ცომისაგან ძალიან უხდება ჩაის. ეს კერძი სასურველია მოათავსოთ ღრმა და განიერ ჭიქებში. მას შეგიძლიათ მოაყაროთ კაკაო, გახეხილი შოკოლადი და გახეხილი ქოქოსი. გამოიყენეთ მოხარშული შესქელებული რძე ის კერძს მისცემს საუკეთესო გემოსა და ფერს. ზედმეტად არ გაჟღინთოდ ცომის ბალიშები, რადგან ისი ამ მასის შეწოვისას ძალიან დარბილდებიან. გემრიელად მიირტვით! იმედი გვაქვს, რომ ეს რეცეპტი მოგეწონებათ.