აი ასე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ევროპული დონის დელიკატესი. ძროხის ენა საწებლით საოჯახო ვახშმისთვისაც და სადღესასწაულო სუფრისთვისაც კარგი იდეაა.
ინგრედიენტები:
- საქონლის ენა – 400-500 გ
- მწვანე ხახვი – 100 გ
- არაჟანი – 100 გ
- მზა მდოგვი 1 ჩაის კოვზი
- პირშუშხა – 20 გ
- ახალი ქინძი – 30 გ
- კამა – 30 გ
- მჟავე კიტრი – 200 გ
- ოხრახუში – 20 გ
- მარილი და მწვანე წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ძროხის ენა გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ჩავუმატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, მარილი და მოვხარშოთ თავდახურული.
- მოხარშული, შეგრილებული ენა გავფცქვნათ, დავჭრათ გრძელ, ნაჭრებად და დავაწყოთ ლანგარზე.
- ზემოდან მოვასხათ საწებელი ისე, რომ ენა დაიფაროს.
- გარშემო შემოვუწყოთ მჟავე კიტრი და გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით.
საწებლის მომზადება:
წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი, ახალი ქინძი, კამა, მზა მდგოვი, გახეხილი პირშუშხა, მწვანე წიწაკა და არაჟანი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და შევაზავოთ მარილით.