მოთუშული კომბოსტოს მწნილი ხორცით

129

კომბოსტოს სახლში ძალიან დიდი რაოდენობით ვამწნილებ. არც ერთ ქილას არ ვტოვებ ცარიელს, მაგრამ ხშირად კომბოსტო ზედმეტად ბევრია. დავიწყე ფიქრი თუ რისი მომზადება შეიძლებოდა მისგან და საუკეთესო გამოსავალს მივაგენი.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 500გ
  • მწნილი კომბოსტო 500გ
  • ხახვი 170გ
  • ნიორი 3 კბილი
  • ძირა 1 ჩაის კოვზი
  • პომიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.დაჭერით ხორცი. გააცხელეთ ზეთი და შეწვით მასში ხორცი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.დააქუცმაცეთ ხახვი, ნიორი და დაუმატეთ ხორცს. მოურიეთ და შეწვით კიდევ 2 წუთი.

3.მოაყარეთ კომბოსტო და ძირა. მოამზადეთ კიდევ რამდენიმე წუთი.

4.ისევ მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დაუმატეთ პომიდვრის პასტა და მთუშეთ ინგრედიენტები რამდენიმე წუთი.

5.დაუმატეთ ცხელი წყალი ისე, რომ დაფაროს ინგრედიენტები. დაუმატეთ დაფნა. დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!