მოამზადეთ ცომისგან ლაფშა და დააგორგოლაჭეთ. იდეალური ნივრიანი ფუნთუშები სწორედ ასე მზადდება

1496

ნივრიანი ფუნთუშები – კულინარიული ჟანრის კლასიკაა, მაგრამ ზოგიერთი რეცეპტი მართლაც გამოცდილ დიასახლისებსაც გააოცებს. სწორედ ასეთს შემოგთავაზებთ დღეს “გასტრონომია”. საქმე აქ არა ცომის მომზადებაში, არამედ მის დაჭიმვაშია.

მომზადების პროცესი ლაფშის მომზადებას ჰგავს. შედეგად კი უჩვეულო ფორმის ფუნთუშებს მიიღებთ. გემო კი მართლაც გასაოცარია. მოამზადეთ დათავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 150 მლ რძე
  • 150 მლ წყალი
  • 1,5 ჩ.კ. საფუარი
  • 3 კვერცხი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 115 გრ ზეთი
  • 700 გრ ფქვილი
  • 30 გრ კარაქი
  • 3 კბ ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გაცრილ ფქვილში დაამატეთ რძე და წყალი. ჩააღრმავეთ და ჩაყარეთ საფუარი და შაქარი, ოდნავ მოურიეთ და დატოვეთ ასე 10 წუთი.

2. დაამატეთ 3 კვერცხი, მარილი და 50 მლ ზეთი. მოზილეთ რბილი ცომი და დატოვეთ 1 საათი.

3. როცა ცომი ამოვა, დაამუშავეთ და დაყავით 16 ნაწილად. შექმენით მოგრძო ძეხვები, კარგად წაუსვით ზეთი, დააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ 10 წუთით.

4. დაამუშავეთ ყოველი ნაწილი: დაახლოებით 0,5 მმ სისქის გრძელი ჟგუტები შექმენით.

5. შემოახვიეთ ხის გასაბრტყელებელს ჟგუტები ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შემდეგ მოხსენით და დააგორგოლაჭეთ.

6. მოამზადეთ წასასმელი: დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი და 1 ს.კ. ზეთი. წაუსვით მიღებული მასა ცხელ ფუნთუშებს.

ფუნთუშების ტკბილი ვერსიისთვის გამოიყენეთ 0,5 ჩ.კ. მარილი, 80-100 გრ შაქარი (გახსენით რძეში) და მოაცილეთ ნიორი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!