მოამზადეთ შოკოლადის ორცხობილა საშინაო პირობებში

2332

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ჩვენთვის საყვარელი შოკოლადის დესერტის-ცნობილი “მარმარილოს” ორცხობილების მომზადებას ავსტრალიელი შეფის, დეივიდ ჰერბერტის რეცეპტით.

დაბზარული ორცხობილები საოცრად ლამაზი გამოდის. მათი მომზადება ძალიან მარტივია, გემო კი გულგრილს არავის დატოვებს.

შოკოლადის ორცხობილა

ინგრედიენტები 

  • 150 გრ ხორბლის ფქვილი
  • 60 გრ მუქი კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 200 გრ შაქრის პუდრა
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 60 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი 

1. დიდ თასში გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.

2. დაუმატეთ მწიკვით მარილი და 150 გრ შაქრის პუდრი და მოურიეთ.

3. შემდეგ დაუმატეთ თხლად დაჭრილი ცივი კარაქი და კარგად აურიეთ ინგრედიენტები.

4. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, შემდეგ კი დაუმატეთ კარაქისა და ფქვილის ნაზავს.

5. მოზილეთ წებოვანი ცომი და შემდეგ შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.

6. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი.

7. ცომისგან კაკლის ზომის ბურთულები გააკეთეთ და თითოეული ბურთულა ამოავლეთ დარჩენილ შაქრის პუდრში.

8. დაალაგეთ ბურთულები საცხობ ლანგარზე და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-12 წუთით.

9. გააცივეთ გამომცხვარი ორცხობილები საცხობ ლანგარზე 5 წუთით, შემდეგ კი ღუმელის გისოსებზე გადაალაგეთ, რომ ბოლომდე გაცივდეს.

დაბზარული ორცხობილები მზადაა. გემრიელად მიირთვით!