მოამზადეთ უგემრიელესი პასტა სოკოთი

1743

იმისათვის, რომ მოამზადოთ შესანიშნავი პასტა, სულაც არ არის საჭირო ლეონარდო და ვინჩის სამშობლოში წასვლა, რადგან მის მომზადებას თქვენც ძალიან მარტივად შეძლებთ წელიწადის ნებისმიერ დროს.

ყველა ინგრედიენტი უბრალო და ხელმისაწვდომია, ხოლო მომზადებას, სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება. ასე რომ, იგი იდეალურია ოჯახური სადილის დროს.

პასტა სოკოთი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნამდვილი იტალიური პასტა სოკოთი და ყაბაყით.

ინგრედიენტები

  • 350 გრ მაკარონი
  • 400 გრ სოკო
  • 1 ც ყაბაყი
  • 1 ც ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 100 გრ ყველი პარმეზანი
  • 50-70 გრ მწვანილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. გარეცხეთ და გათალეთ ყაბაყი, შემდეგ კი წვრილ ზოლებად დაჭერით. ნიორი დანაყეთ, ხოლო ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით. ყველი გახეხეთ

2. შამპინიონი (შეგიძლიათ მის ნაცვლად ხამანწკისებრი სოკო გამოიყენოთ) გარეცხეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად.

3. მცირეოდენ მზესუმზირის ზეთში შეწვით ხახვი და ნიორი. შემდეგ დაუმატეთ სოკო, მარილი, პილპილი და 5-7 წუთის განმავლობაში შეწვით.

4. ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ, ჩაყარეთ მასში მაკარონი და მოხარშვამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ ზოლებად დაჭრილი ყაბაყი.

5. მზა მაკარონი, ყაბაყი, ხახვი და სოკო მოათავსეთ ტაფაზე და მოურიეთ. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ცოტაოდენი სითხე, რომელშიც მაკარონი იხარშებოდა. მოთუშეთ პასტა შიგთავსთან ერთად 2-3 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.

6. მზა პასტა სოკოსთან და ბოსტნეულთან ერთად თეფშზე გადაიტანეთ. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით!