მოამზადეთ გემრიელი და წვნიანი კოტლეტი პურის გარეშე

2519

თქვენ აუცილებლად უნდა მოამზადოთ კოტლეტი პურის გარეშე, იგი ისეთივე წვნიანი და გემრიელია, როგორც ქაბაბი.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი კოტლეტების რეცეპტს, რომელსაც “ბოშურ კოტლეტებს” უწოდებენ.

როგორ შევწვათ კოტლეტები

ინგრედიენტები ფარშისთვის

  • 2 კგ ღორის ხორცი
  • 1 კგ ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  • 3 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
  • მცენარეული ზეთი შესწვავად
  • ახალი მწვანილი
  • ფქვილი

ინგრედიენტები დამარილებული ხახვისთვის

  • 1 ც ხახვი
  • 1 ძირი კამა
  • 3 ს.კ. ძმარი
  • 3 ს.კ. წყალი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

1. კოტლეტი უმჯობესია მოამზადოთ საშუალო ცხიმიანობის ღორის ხორცით. მოათავსეთ ხორცი და ხახვი ხორცსაკეპში.

2. მიღებულ ფარშს დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მწვანილი. მასში ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი სანელებელი. კარგად მოურიეთ, რათა სანელებლები ფარშში თანაბრად განაწილდეს.

3. შემდეგ შეურიეთ ფარშში კვერცხი და ფარშიც მზადაა. ამ რეცეპტში განსხვავებული ისაა, რომ მასში პურს არ ვამატებთ. სწორედ ასეთი ფარში გამოიყენება ქაბაბის მოსამზადებლად.

4. ფარშისგან გააკეთეთ კოტლეტის ფორმები. თეფშზე ან დაფაზე დაყარეთ ფქვილი და მასში მოათავსეთ კოტლეტები. შემდეგ შეწვით იგი გაცხელებულ ტაფაზე მცენარეულ ზეთში. კოტლეტის ერთი მხრის შეწვას სჭირდება 7 წუთი.

5. სანამ კოტლეტები შეიწვება, მოამზდეთ დამარილებული ხახვი. იგი შესანიშნავად გააფორმებს მათ. დამარილებული ხახვის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს ძმარი და წყალი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე. ამ ნაზავში ჩაალაგეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და მოაყარეთ დაჭრილი კამა. შემდეგ კი რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

6. როდესაც კოტლეტი ორივე მხარეს იცვლის ფერს, გადმოდგით ცეცხლიდან. კოტლეტი ასე უფრო წვნიანი და გემრიელი იქნება. შემწვარი კოტლეტები დაალაგეთ თეფშზე და ზემოდან დამარილებული ხახვის რგოლები მოაყარეთ.