მოამზადეთ გემრიელი და სასარგებლო ხაჭოს ტორტი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა

3156

ხაჭოს სასარგებლო თვისებები დამტკიცებულია მრავალი კვლევითი ცენტრის მიერ. ეს საკვები პროდუქტი არა მხოლოდ კარგად განაყრებთ, არამედ წონაში კლებასაც უწყობს ხელს. იგი კიდევ იმითაა კარგი, რომ თითქმის ყველა პროდუქტს ერწყმის.

ხაჭოს ტორტი ჟელატინით

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხაჭოს ტორტის რეცეპტს, რომელიც ფორთოხალთან და ორცხობილასთან ერთად მზადდება. ჰაეროვანი ხაჭო, მჟავე ფორთოხალი და ხრაშუნა ორცხობილა ქმნის დესერტს, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.

ინგრედიენტები

  • 40 გრ ჟელატინი
  • 150 მლ წყალი
  • 700 გრ ხაჭო
  • 200 მლ არაჟანი
  • 150 გრ შაქარი
  • 1 დიდი ზომის ფორთოხალი
  • 150 გრ ორცხობილა
  • ვანილი

მომზადების წესი 

1. დაასხით ჟელატინს მდუღარე წყალი და მოურიეთ, სანამ იგი ბოლომდე არ გაიხსნება.

2. სანამ ჟელატინი ცივდება, მოამზადეთ ხაჭოს ნაზავი. დაუმატეთ ხაჭოს არაჟანი და ვანილი გემოვნებით და დააბლენდერეთ.

3. ამ მასას დაუმატეთ გაცივებული ჟელატინი და თანდათან ჩაასხით და მიღებული ნაზავი თანდათან ჩაასხით ფორმაში. როდესაც ფორმაში კრემის ნახევარს ჩაასხამთ, დაალაგეთ ზემოდან კუბებად დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები და ცოტაოდენი ორცხობილა. იგივე გაიმეორეთ.

4. მოათავსეთ ტორტი მაცივარში 3 საათით! უგემრიელესი დესერტი უკვე მზადაა!

ჰაეროვანი ხაჭოს ტორტი ჟელეთი ძალიან ეფექტურად გამოიყურება, ამიტომ მისი მომზადება თქვენთვის განსაკუთრებულ დღესაც შეგიძლიათ.