მოამზადეთ გემრიელი და ორიგინალური ტორტი “მზესუმზირა” პოეტ ლესია უკრაინკას რეცეპტით

1745

ტორტი “მზესუმზირა” გამოიგონა დიდებულმა პოეტმა ლესია უკრაინკამ. პირველად, მან ეს ტორტი გამოაცხო მისი შეყვარებულისვის, როდესაც იგი იალტაში მკურნალობდა.

დესერტის რეცეპტი შემონახულია ლესიას ერთ-ერთ რვეულში და ჩვენი რედაქცია მას სიამოვნებით გაგიზიარებთ. ზოგიერთი ინგრედიენტი თანამედროვე ანალოგითაა შეცვლილი, მაგრამ ამ ჩანაცვლებამ იალტური ტორტი კიდევ უფრო გემრიელი გახადა.

ინგრედიენტები

  • 6 ც კვერცხი
  • 300 გრ შაქარი
  • 300 გრ მზესუმზირის მარცვალი
  • 370 მლ შესქელებული რძე
  • 50 მლ ლიქიორი
  • 20 მლ წყალი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 500 გრ კარაქი
  • 250 გრ ორცხობილა
  • 100 გრ რძიანი შოკოლადი

მომზადების წესი

1. ცომის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და 300 გრ შაქარი, ათქვიფეთ და საცხობ ფორმაში ჩაასხით.

2. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფენა 35 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით.

3. მოამზადეთ კრემი: 100 გრ კარაქში შეწვით მზესუმზირა 5-6 წუთის განმავლობაში, მუდმივად მოურიეთ. დამთავრებამდე 2 წუთით ადრე დაუმატეთ შაქარი და გააგრილეთ.

4. დააბლენდერეთ 350 გრ კარაქი შესქელებულ რძესთან ერთად, დაუმატეთ მზესუმზირა და მოურიეთ. ორცხობილა ლიქიორით კარგად დაასველეთ.

5. მინანქრის მოსამზადებლად, დატეხეთ შოკოლადი და დაბალ ცეცხლზე წყალთან ერთად გაადნეთ. თანდათან დაუმატეთ ცალკე გამდნარი 50 მლ კარაქი და მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს.

6. ფენის ერთ ნაწილს წაუსვით ნახევარი კრემი, დაადეთ ფენის მეორე ნაწილი, შემდეგ ისევ კრემი, ორცხობილა და ზემოდან მინანქარი მოასხით. ტორტი რამდენიმე საათით “დაასვენეთ”, რომ გემო უფრო გაჯერებული იყოს.

ტორტი “მზესუმზირა” სიყვარულით შეიქმნა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვეთვის საყვარელი ადამიანს აუცილებლად მოეწონება ეს შესანიშნავი დესერტი.